7 წლის ბავშვი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 

10 აგვისტო 2020, 11:23 7048 ნახვა

მახინჯაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის დრო დაშავებული 7 წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების განმარტებით, პაციენტის კლინიკაში შეყვანის დროს ტრავმული შოკი ჰქონდა. 

ბავშვის დედა ავარიის დროს დაიღუპა. 

კლინიკაში იმყოფება დაშავებული კიდევ ორი ბავშვი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

''შემოყვანისთანავე, რეანიმაციული ღონისძიებების გატარების შემდეგ აყვანილია მართვით სუნთქვაზე. რჩება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია. რჩებიან გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ'' - აცხადებს დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმი-რეანიმატოლოგი.

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაიღუპა ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში