პოსტპანდემიური პერიოდი და ტურიზმის გამოწვევები

08 აგვისტო 2020, 18:46 343 ნახვა

როგორ იცავენ ტურიზმის სექტორში დასაქმებულები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებსა და რამდენად დაცულია უსაფრთხოება განთავსებისა და კვების ობიექტებში - ამ თემაზე დღეს ბიზნესომბუდსმენმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა და აჭარის მთავრობის წარმომადგნელებმა ბიზნეს სექტორში დასაქმებულებთან ერთად იმსჯელეს.

შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის ფონზე ტურიზმის  სექტორში არსებულ გამოწვევები და რეგულაციების აღსრულების ეფექტური მეთოდები.  ბექა ფერაძის განმარტებით, აჭარაში კომპანიებისა და სასტუმროების უმრავლესობამ დააკმაყოფილა მოთხოვნები და მიეცათ ბაზარზე ოპერირების საშუალება. გეგმიური ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 150 ობიექტზე განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში