რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს - პრემიერი

07 აგვისტო 2020, 14:02 1599 ნახვა

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შეასრულოს.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შეასრულოს. ეს ომი მოუშუშებელ იარად რჩება ყველა ქართველის გულში,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში