ბიბლიოთეკები მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებენ 

05 აგვისტო 2020, 16:13 1218 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკების მუშაობა დასაშვები ხდება. ბიბლიოთეკები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით იმუშავებენ. შესაბამისი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

კორონავირუსის გამო ბიბლიოთეკების მუშაობა შეწყდა. თანამშრომელთა ნაწილი ამ დრომდე დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გვითხრეს, რომ რეკომენდაციის შემდეგ სამკითხველო დარბაზები გაიხსნება და ისინი სამუშაო პროცესის გასაახლებლად მზად არიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში