ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

05 აგვისტო 2020, 15:18 1969 ნახვა

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამახურის ინფორმაციით, 4 აგვისტოს ღამე, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"რაც შეეხება ფოთში დაკარგულ ნათია შავაძეს, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები როგორც წყალზე ისე წყლის ქვეშ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 46 მეხანძრე-მაშველი, დამატებით 6 მცურავი საშუალება, რომელთაგან 3 აღჭურვილია სპეციალური საძიებო აპარატურით და დამატებით მუშაობს 6 მყვინთავი" - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში