აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05 აგვისტო 2020, 10:36 4565 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ოთხი გუშინ დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია. რაც შეეხება კიდევ ორს, ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან და სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდნენ. უწყების ინფორმაციით, ისინი მკურნალობას საკუთარ ქვეყანაში გააგრძელებენ. 

ინფიცირებულები უკვე გადაიყვანეს კოვიდის მიმღებ კლინიკაში და მიმდინარეობს გამოკვლევები. 

გუშინ, 4 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის მამაკაცს, რომელსაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდა სატვირთო ავტომობილის მძღოლთან. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქისრდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში