კრიმინალური სტატისტიკა

04 აგვისტო 2020, 20:50 1454 ნახვა

საქსტატი 2020 წლის პირველი ნახევრის კრიმინალურ სტატისტიკას აქვეყნებს, ირკვევა რომ სულ ჩადენილია 27 789 სხვადახვა დანაშაული, მათ შორის, სიცოცხლის წინააღმდე 1368, ჯანმრთელობის წინააღმდეგ 5133, ხოლო ნარკოტიკული 1764 საქმეა. რაც შეეხება ძალადობის მუხლით აძრულ საქმეეს აქ 4599 მოძალადეა და 4845 მსხვერპლი, ცალკე საკითხია ოჯახური ძალადობების საქმე, ამ მხრივ ჩვენს რეგიონში შემდეგი სურათია  17 წელს ქვემოთ 21 მსხვერპლი და არცერთი მოძალადე, 17-24 წლამდე მოძალადე 17 და მსხვერპლი 52.. ყველაზე მძიმე სურათია 25-44 წლების შუალედში აქ მოძალადეთა რაოდენობა 273, ხოლო მსხვერპლის 284, რაც შეეხება 44 წელს ზემოთ აქაც საკმადო დიდი მაჩვენებლებია 151 მოძალადე და 129 მსხვერპლი.. კიდევ ერთი საკითხია ავტოსაგზაო შემთხვევები სულ ასეთი წელს 2270-ია, დაზარალებულთა რაოდენობა 2982-ს უდრის ხოლო დაღუპულია 203.. ეკონომიკური დანაშაულების შემთხვევაში კაცი 3509 და ქალი 3588, აქედან უცხო ქვეყნის მოქალაქე 328 ადამიანია.. საინტერესოა რომ თითქმის ყველა ეს დანაშაული წინა წლის სტატისტიკას იმეორებს, თუმცა მეტია ვიდრე იყო 2017-18 წლებში 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში