ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა

04 აგვისტო 2020, 12:10 292 ნახვა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს  შეხვდნენ. გარდაცვლილის დედამ   საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ  საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. მისივე ინფორმაციით, ილია მეორის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ როდესაც დადასტურებული არ არის თვითმკვლელობის ფაქტი, მაშინ „ეკლესია იღებს ყველაზე უფრო სანუგეშო გადაწყვეტილებას გარდაცვლილის სულისთვის და მისი ოჯახისათვის. აქვე გეტყვით რომ ბაჩალიაშვილების ოჯახი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მათ პრემიერ-მინისტრი არ შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში