ბუსა ჟვანიას ბრალი ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა

04 აგვისტო 2020, 11:04 335 ნახვა

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ   თოფაძის ინტერესების დამცველს საქმის მასალებზე  წვდომა ექნება.  რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, მას ხეჩინაშვილის კლინიკაში,სადაც იგი მკურნალობს, ბრალი  გვიან საღამოს წარედგინა. საქმე გადაკვალიფიცირდა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

 დანაშაულის დამტკიცების შემთხევევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო უწყება  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჟვანიასთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში