ლავასოღლის ადვოკატი: ე.წ. კანონიერ ქურდს წინასაარჩევნოდ საქართველოში ექსტრადირება არ სურს

03 აგვისტო 2020, 18:06 1281 ნახვა

„შესაძლოა ბელარუსიდან  საქართველოში მინდია ლავასოღლის ექსტრადირება  დღესვე მოხდეს, თუმცა ის ამის წინააღმდეგია“ - აცხადებს მსჯავრდებულის ადვოკატი. ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მისივე ინტერესებიდან გამომდინარე ჩამოიყვანს ლავასოღლის  და საარჩევნოდ გამოიყენებს.  ადვოკატის ინფორმაციით,  ბელარუსიაში სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი თურქეთიდან  გადაიყვანეს, საექსტრადაციო პატიმრობის ვადა გავიდა და მისი საკითხი არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. შეგახსნებთ, რამდენიმე თვის წინ კი ლავასოღლის ოჯახი თურქეთიდან  მის საქართველოში ჩამოყვანას ან მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვდა. ამ მოთხოვნით  ბათუმში პროკურატურასთან მსჯავრდებულის რამდენიმე ახლობელმა პირიც ამოიკერა. იმართებოდა საპროტესტო აქციები. მინდია გორაძე იგივე ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისა და  რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე არის გასამართლებული. მას 12 წლით პატიმრობა აქვს  მისჯილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში