ორთაბათუმის ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერი მესამედ ცხადდება

03 აგვისტო 2020, 14:27 1458 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მიშა  ბოლქვაძე ხელვაჩაურის მერიას პროკურატურაში უჩივის. საქმე ეხება ორთაბათუმის ბაღის მშენებლობას. ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირწმუნება, რომ  ბაღზე თანხები არამიზნობრივად, კორუფციული გარიგებით დაიხარჯა. 

მიშა ბოლქვაძის თქმით ბაღი ორთაბათუმში 2017 წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „კომპანიონმა“ გაარემონტა და სამუშაოებზე, რომელიც  მისი მტკიცებით ხარვეზებით შესრულდა მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მისივე ინფორმაციით, ბაღზე ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან თანხა ორჯერ უკვე გამოიყო ახლა კი შენობის სახურავის შეკეთებაზე მესამე ტენდერი გამოცხადდა. 

ორთაბათუმის ბაღი სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის ანგარიშშიც მოხვდა. ნათქვამია, რომ ხელვაჩაურის  მერიას  კომპანიის მიმართ გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სამართლებრივი წარმოება არ დაუწყია.

ჯუმბერ ვარდმანიძე არ უარყოფს, რომ  შპს   „კომპანიონს“ საგარანტიო ვადები ამოწურული არ ჰქონდა და არც  ტენდერით გათვალისწინებული პირობები შეასრულა ბოლომდე.  მისი თქმით,  კომპანიამ დაარღვია ვადები და შესრულებული სამუშაოებიც იყო ხარვეზიანი, რის გამოც მასთან ხელშეკრულება გაუქმდა. მისივე თქმით,  კომპანია   საგარანტიო ვადების ამოწურვამდე გაუქმდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში