ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა - მერია

03 აგვისტო 2020, 12:03 3629 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე წლების წინ თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა.

ბაზრობა გოგოლის ქუჩაზე „მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავიდა.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასაყიდი ავტომობილების მფლობელები აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილეს. მოსთხოვეს დაევტოვებინათ უკანონოდ დაკავებული ტროტუარები და პარკირების ზონები.

''იმ მძღოლებმა, რომლებმაც უგულებელყვეს მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა, მათი ავტომობილები გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. რაც შეეხება აღმაშენებლის ქუჩას, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი, რათა ავტობაზრობის მოწყობა არ განმეორდეს'' - აცხადებენ მერიაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი