ვითარება სტიქიის  ზონაში

02 აგვისტო 2020, 19:49 1349 ნახვა

რაჭაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-5 დღეა გრძელდება. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან. 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე.   ერთმანეთთან უკვე დაკავშირებულია სამი სოფელი ჭიორა, ღები და პატარა ღები. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩიკვაიძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და სურსათის მიწოდება ინტენსიურად მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, როგორც კი  სტიქიის ზონაში ვერტმფრენით გადაადგილება განახლდება, ე.წ. მოძრავი მაღაზია განთავსდება და მოსახლეობა, რომელსაც  ახლა სტანდარტულ პაკეტს უგზავნიან   სასურველი  პროდუქტის შეძენას შეძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში