საპროტესტო აქცია წაბლანაში

02 აგვისტო 2020, 15:09 2090 ნახვა

აქცია სოფელ წაბლანაში. მეწყრის შედეგად დაზარალებული 224 ოჯახი სახელმწიფოს მიერ გადაცემული ბინების გარემონტებას ითხოვს.მათი ინფორმაციით, კორპუსში არ არის წყალი, გაზი და შუქი. წაბლანელებს ეკომიგრანტის სტატუსი აქვთ,ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.ისინი სოფელში გზის და წყლის პრობლემებზეც საუბრობენ, რომელსაც ჰესების მშენებლობას უკავშირებენ.

აქციის მონაწილეები პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობას 10 დღიან ვადას აძლევენ,წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აჭარის მთავრობაში ჯერჯერობით საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში