ძლიერი წვიმის შედეგი ქობულეთში

02 აგვისტო 2020, 11:59 1618 ნახვა

ძლიერმა წვიმამ  ქობულეთში,   პრობლემები შეუქმნა  ჯავახიშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში მცხოვრებ მოსახლეობას.  დაიტბორა  ქარცივაძეების   საცხოვრებელი სახლი და ეზო, რის გამოც სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება გახდა საჭირო.

რუსთაველის 16-ნომერში არსებულმა  სანიაღვრე არხმა კი  წყლის დიდი ნაკადი  ვერ გაატარა. ამოტუმბვით   სამუშაოებში      ჩართული იყო   „ ქობულეთის წყლის“ ორი ჯგუფი და სპეციალური ტექნიკა. უხვი ნალექის გამო  #1 სატუმბი სადგურის  მუშაობა შეფერხდა და  შუქი  გაითიშა,   ენერგომომარაგება მალევე აღდგა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი