ნინო ბაციაშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა

31 ივლისი 2020, 12:14 1637 ნახვა

ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია. თბილისის ჭადრაკის სასახლეში ქალთა 77-ე ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. 9 ტურიდან 7 ქულით ჩემპიონი 33 წლის დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი გახდა.

ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონი აქამდე 2015 და 2018 წელს გამხდარა.

საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე კიდევ ერთი ბათუმელი სალომე მელია ასპარეზობდა, რომელმაც 5 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილი სოფიო გვეტაძესთნ გაიყო.

ვერის ბაღში მდებარე, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ჩემპიონატს 20-30 ივლისს უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატში 10 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში