დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდერძში ალპური ბაღი ოფიციალურად გაიხსნა

30 ივლისი 2020, 22:44 2515 ნახვა

გოდერძის ალპინარიუმი ამიერკავკასიაში პირველია. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, მეფუტკრის სახლი, შიდა ტურისტული ბილიკები.   

ალპინარიუმში დასაქმებულია 30 ადგილობრივი. 

ახალი პარკის გახსნით ტურისტების რაოდენობის 150 % იან მატებას, ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების დატვირთვის 30 % იან ზრდას ვარაუდობენ. წელს გოდერძზე პირველად ამოქმედდა ალპურ ბაღში ტურისტების ტაქსით მიყვანის სერვისი, რომელსაც ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები უზრუნველყოფენ.

გახსნაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში