სკოლებში სწავლა სექტემბერში განახლდება

30 ივლისი 2020, 21:27 2146 ნახვა

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან. ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში