გოდერძის ალპური ბაღი დღეს გაიხსნება

30 ივლისი 2020, 12:07 1329 ნახვა

დღეიდან ვიზიტორებისთვის გოდერძის ალპური ბაღი იხსნება.  გახსნის  ცერემონია  14 საათსა და 30 წუთზეა დაგეგმილი. ალპური ბაღში ნახავთ აჭარის სუბალპურ და ალპური ზონისთვის დამახასიათებელ უნიკალურ მცენარეებსა და ჰაბიტატების მრავალფეროვნებას.

ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სუბალპური ზონის ტყის ზოლის აღდგენა, ეკოგანათლების პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის განვითარება. 

გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის,  წყაროსა და საპიკნიკე, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონები, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ.  ბაღის ადმინისტრაცია სამომავლოდ სათბურების მოწყობას და მცენარეების გამოყვანასაც გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში