საქართველოში კორონავირუსით მეჩვიდმეტე პაციენტი გარდაიცვალა

29 ივლისი 2020, 21:28 1889 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილია 79 წლის ქალი, რომელიც საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნებოდა. ინფიცირებული მცხეთის სამედიცინო ცენტრში 13 ივნისიდან მკურნალობდა.

კლინიკის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

უახლესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 929-ს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში