2000-მდე ადამიანი რაჭიდან გამოყვანას ელის

29 ივლისი 2020, 20:04 351 ნახვა

რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ადიდებული მდინარეების გამო დაზიანებულია სხვადასხვა სოფლის ცენტრალურ გზებთან დამაკავშირებელი 11 ხიდი, ასევე, წყალსაცავიც და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფლებს დენი არ მიეწოდებათ. დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი, სპეცტექნიკას მუშაობას უჭირს ან ვერ ახერხებს.თუმცა ნელ-ნელა მიმდინარეობს მოსახლეობის გამოყვანა.  ზარალის რაოდენობა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში