სტიქია რაჭაში - გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ

29 ივლისი 2020, 18:06 314 ნახვა

რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ადგილობრივები, მათ შორის ტურისტები და თვითმმართველობის თანამშრომლები სტიქიის ზონის დატოვებას ელოდებიან. ადიდებული მდინარეების გამო დაზიანებულია სხვადასხვა სოფლის ცენტრალურ გზებთან დამაკავშირებელი 11 ხიდი, ასევე, წყალსაცავიც და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფლებს დენი არ მიეწოდებათ. დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი, რის გამოც სპეცტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს. მიყენებულ ზარალს უკვე ითვლიან, თუმცა ამ პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში