ხვალ სასამართლო 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს

26 ივლისი 2020, 18:14 1054 ნახვა

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი 5 მა ადამიანმა ალყაში მოაქცია.  ცემა და მდინარეში გადააგდო. ოჯახი ამ ხუთი ადამიანის განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვს. ახვლედიანის ჩვენებაში დასახელებული პირების ადვოკატების ნაწილი ამ ჩვენებას უნდობლობას უცხადებს. მათი უნდობლობის არგუმენტი ისაა რომ დაზარალებული საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებას მესამედ ცვლის. 

ფიქრობენ რომ დაკავებული, ტოიოტას მარკის ავტომობილის მგზავრებისთვის,  გამოძიება ვერც 109 მუხლს, განზრახ ჯგუფურად მკვლელობის დასაბუთებას შეძლებს.  გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი მათ გასამართლებას სწორედ ამ მუხლით ითხოვს, გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლი ორი კვირის წინ დაემატა, თუმცა ამ დრომდე ბრალი მკვლელობის მუხლით არცერთ დაკავებულს არ აქვს წარდგენილი.  გამოძიება მტკიცებულებებს ისევ აგროვებს, წინასასამართლო სხდომა 1 თვით გადავადდა, ხვალ კი მცხეთის რაიონულ სასამართლო  11 სრულწლოვანი პირისთვის   წინასწარი პატიმრობის, აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს.  ადვოკატების ნაწილი პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში