„მირიან ქათამაძე  ქობულეთში საარჩევნო შტაბის  ხელმძღვანელი იქნება“- ოპოზიციონერი  დეპუტატი

26 ივლისი 2020, 12:04 1886 ნახვა

მირიან ქათამაძე თანამდებობიდან  წასვლასთან დაკავშირებით  განცხადებას ორშაბათს გააკეთებს- ეს  ინფორმაცია  ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა   დეპუტატმა ბონდო თედორაძემ  გადაცემა ,,მთავარი აჭარაში“  გააჟღერა.

თედორაძის ინფორმაციით მირიან ქათამაძე  ქობულეთში საარჩევნო შტაბის  ხელმძღვანელი იქნება , თუმცა  ჯერჯერობით უცნობია  დაიკავებს თუ არა იგი სხვა საჯარო თანამდებობას.გავრცელებულ ინფორმაციას ქობულეთის მერის გადადგომასთან დაკავშირებით  მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ ადასტურებენ, თავად მირიან ქათამაძე კი  ჩვენს სატელეფონო ზარებს უკვე ორი დღეა არ  პასუხობს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში