სპეცრეისით ბერლინიდან საქართველოში 137 ადამიანი დაბრუნდა

26 ივლისი 2020, 12:20 2032 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ბერლინი-თბილისი სამშობლოში 137 ადამიანი დაბრუნდა. 

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც  ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და  24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი