თამარ ბაჩალიაშვილი დღეს დაკრძალეს

25 ივლისი 2020, 18:14 1252 ნახვა

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, განცხადებით, ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ოჯახს ძალოვანი უწყების წარმომადგენელი აშანტაჟებდა.

ადვოკატისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ უთხრა გარდაცვლილის მამას, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა.23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილი დღეს დაკრძალეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში