თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

24 ივლისი 2020, 20:11 2688 ნახვა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. დაღუპული 23 წლის გოგოს მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნეს და საქმის მასალების გაცნობა შესთავაზეს.

საქმეში არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.ოჯახს უმყარდება ვერსია, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი შანტაჟის მსხვერპლია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში