საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 ივლისი 2020, 10:42 1231 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული 903. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით, შემთხვევების ასეთი მატება საგანგაშო არ არის.

"10 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 3 შემოტანილი შემთხვევაა. მათ შორის, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორი საკარანტინე სივრციდანაა. ორ პაციენტზე მიმდინარეობს დაკვირვება კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად.

ეს მონაცემები, ერთი ათეული და ერთნიშნა ციფრები ან 10, 11-ით მატება, არ არის კატასტროფა და ვერ მოახდენს გავლენას ქვეყნის მიღწევებზე კოვიდთან მიმართებაში. მთავარიამ, კონტაქტებისა და წყაროების დადგენა ხორციელდება და ეს არ წარმოადგენს პრობლემას. მთვარია, ჩვენ როგორ შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს. რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური, არამედ შესრულებადი. ეს თუ გაგრძელდება, საშიშროება იმისა, რომ უმართავი გახდეს პროცესი, არ არსებობს. იქნება ზომიერი, კონტროლირებადი მატება"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 16 პირი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 5 534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 267.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში