დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით - სალომე ზურაბიშვილი

17 ივლისი 2020, 13:25 1145 ნახვა

დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემს მიმართ - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე მის მიერ გაკეთებული განცხადება არასწორად გაიგეს.

"მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემ მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არისა. მცდელობა, მე გამასაღოთ პრომოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. თუ ვერ გაიგეთ წაიკითხეთ. 

არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, თუ რაღაც. ერთი-ერთზე ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი, ვაჟკაცობა არის ერთი -ერთზე და ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, ლაპარაკი, სიყვარული ალბათ არ იცით. არ მითქვამს, არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში და ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში, მეტი არაფერი არა მაქვს სათქმელი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:„ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ძალადობა არის მიუღებელი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში