მადრიდის ''რეალი'' ესპანეთის ჩემპიონია

17 ივლისი 2020, 10:10 1777 ნახვა

ადრიდის "რეალი" ორწლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მადრიდელებმა ეს ტიტული 34-ედ მოიპოვეს. გუშინ, ლა ლიგის 37-ე ტურში ზიდანის გაწვრთნილმა ‘’რეალმა’’ ‘’ვილიარიელი’’ 2:1 დაამარცხა. სამეფო კლუბმა შეხვედრა ბენზემას დუბლით მოიგო. ‘’ბარსელონა’’ სახლში’’ოსასუნასთან’’ 1:2 დამარცხდა. 37 ტურის შემდეგ ზინდანის ‘’რეალს’’ 86 ქულა აქვს , ხოლო სეტიენის ‘’ბარსელონას’’ 79 და მეორე ადგილზე იმყოფება. ესპანეთის ჩემპიონატიდან მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე : "რეალი" , "ბარსელონა" , "ატლეტიკო" და "სევილია" ითამაშებენ. რაც შეეხება ევროპა ლიგაზე გამსვლელთა ვინაობას, ეს ბოლო ,38 ტურის შეხვედრების შემდეგ გაირკვევა. ლა ლიგიდან უკვე დაქვეითდნენ ‘’ესპანიოლი’’ და ‘’მალიორკა’’.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში