დიდინეძის ინციდენტზე ბრალი 2 პირს წაუყენეს

05 ოქტომბერი 2016, 00:00 1529 ნახვა

დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მისცეს“ - აცხადებენ Aშინაგან საქმეთა სამინისტროში. პირველ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი