სოფელ ჭინკაძეებში სამედიცინო პუნქტის რეაბილიტაციას ითხოვენ

16 ივლისი 2020, 10:34 282 ნახვა

სამედიცინო პუნქტის უფუნქციო შენობა ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში. მოსახლეობა ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურებას ადგილზე ვერ იღებენ,  შენობის რეაბილიტაციას და სამედიცინო პუნქტის საჭირო ინვენტარით მოწყობას ითხოვენ.

ქედის მერიაში ამბობენ, რომ საპროექტო დოკუმენტაცია მზადაა, თუმცა სამუშაოებზე ტენდერი პანდემიის გამო ვერ გამოცხადდა. სამუშოები მომდევნო წლისთვის დაიგეგმა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში