შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

16 ივლისი 2020, 10:22 828 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. რა მოხდა საბედისწერო წვეულებაზე და  რა იციან  მათ მომხდარი ინციდენტის შესახებ, ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას მიაწოდეს.  იუბილარის მეგობარი რომელიც ასევე იმყოფებოდა დაბადების დღეზე  ირწმუნება, რომ შაქარაშვილს არ იცნობდა და არც ჩხუბის ხმა გაუგია.  

საგამოძიებო უწყება, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, არასრულწლოვნის ექპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რომელიც შესაძლოა დღეს ჩატარდეს. როგორც მისი  უფლებადამცველი აცხადებს, ექსპერტებმა სხეულის ის დაზიანებები უნდა შეამოწმონ, რომელიც მას 19 ივნისის ღამით, ჩხუბისას მიადგა.  შეგახსენებთ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17  ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი