“ნაციონალური მოძრაობის” შემაჯამებელი შეკრება თბილისში

05 ოქტომბერი 2016, 00:00 3834 ნახვა

რამდენიმე წუთში თბილისში „ვარდების მოედანზე“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება დაიწყება. მას პარტიის მხარდამჭერები მთელი საქართველოდან დაესწრებიან. გაიმართება მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ, რომელიც პარლამენტის შენობასთან დასრულდება. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ყველანაირად უზრუნველყოს  დღევანდელი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება.  პარტიის გენერალური მდივანი ასევე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ შესაძლო რევოლუციურ სცენარსაც და აღნიშნა, რომ ის, ვინც ამას გაბედავს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. აქციის მიმდინარეობას საზოგადოებრივი დამცველი დააკვირდება.

ამავე კატეგორიაში