ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი პრაქტიკას გერმანული კომპანიის გემებზე გაივლის

16 ივლისი 2020, 11:04 1650 ნახვა

ამ წუთებში   ბათუმის საზღვაო აკადემიის  სტუდენტები და  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი დამსაქმებლებს ხვდებიან.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად,  აკადემიის 100 სტუდენტის  საზღვაო -საცურაო პრაქტიკის გავლა  უკვე დაგეგმილია. 

2019 წელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა,რომლის თანახმადაც,  2020 წლიდან საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულები სახელმწიფო მხარდაჭერით შეძლებენ სწავლების შემდგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო წვრთნის გავლას. 

დღევანდელ შეხვედრაზე ის 10 სტუდენტიც იმყოფებოდა, რომლებიც გერმანული კომპანიის REEDEREI NORD SHIPMANAGEMENT-მა შეარჩია. 

წელს ტრანსპორტის სააგენტოს, საკრუინგო კომპანიებისა და საზღვაო სასწავლებლების თანამშრომლობის შედეგად,  11 სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წელის  სრულად დაუფინანსდება. 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას 470 კურსადამთავრებული ყავს, 2020-2021 სასწავლო წლისათვის კი 580 სტუდენტის მიღებას შეძლებს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში