სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა

16 ივლისი 2020, 10:18 1433 ნახვა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა. მთიანი ყარაბაღის საკითხზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, ვითარების დეესკალაციისთვის ძალისხმევა არ დაიშურონ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით სროლა იყო, თუმცა, ოფიციალური ბაქოს ცნობით, არავინ დაშავებულა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევები შეჩერებულია ყველა შესაძლო საშუალებით, შედეგად, აზერბაიჯანულ მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები.

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში