დენდროლოგიური პარკი გაიხსნა

15 ივლისი 2020, 20:42 1646 ნახვა

დენდროლოგიური პარკი, რომელიც განაშენიანების პერიოდში ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა, ზოგ შემთხვევაში იგი კრიტიკის მთავარი ობიექტი იყო.  ხელუხლებელი ბუნების ეფექტის შესაქმნელად სპეციალისტები რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 60 ჰექტარზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონას სპეციალისტები მისი მდებარეობის გამო იდეალურს უწოდებენ. ასწლოვან ხეებთან ერთად, პარკში ხელოვნური ტბა და სპეციალურად ფრინველებისთვის შექმნილ პატარა კუნძულია, რომელზეც ფლამინგოები ბინადრობენ. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი, ასევე ცხოველი ბინადრობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში