ბსუ-ს ახალი რექტორი ისევ მერაბ ხალვაშია

15 ივლისი 2020, 20:06 1504 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მერაბ ხალვაში უხელმძღვანელებს. აკადემიურმა საბჭომ მასზე არჩევანი, უკვე მეორედ, სრული შემადგენლობით  გააკეთა. მისი პროგრამა ძირითადად უნივერსიტეტის საქმიანობას, 4 წლიანი მუშაობის დროს დაწყებულ პროექტებსა და ახალ ინიციატივებს ეხებოდა. საბჭომ დღეს, კიდევ ერთ კონკურსანტ, ინგა შამილიშვილს მოუსმინა, თუმცა მან ვერც ერთი ხმა მიიღო. თავად, აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, გაადწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში