თელავში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

15 ივლისი 2020, 17:39 1203 ნახვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ჩვილი თელავში ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებული სიმპტომების გამო, ექიმებმა მისთვის ვირუსზე ტესტის აღება გადაწყვიტეს.

ამჟამად ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება სოფელ ყარაჯალას, ამ ეტაპზე ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. 11 ადამიანს ანალიზი უკვე აუღეს, პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში