რიზეს პროვინციაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

15 ივლისი 2020, 14:25 774 ნახვა

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რიზეს პროვინციაში დატბორილი და დამეწყრილი ადგილებიდან  მაშველებმა 125 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.  ისინი დროებით სასტუმროებში  არიან  განთავსებული.  სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია სურსათითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფს. ადგილობრივი ხელისუფლება უხვი ნალექის შედეგად რეგიონისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის.  

მუნიციპალური სამსახურები  სალიკვიდაციო სამუშაოებს უკვე შეუდგნენ. ორდღიანი კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა  ათობით შენობა დატბორა, გზები და ხიდები დააზიანა.  მაშველთა ბრიგადები გარესამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებში მისასვლელი გზებს ასუფთავებენ.  

ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის  ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გადაუღებლად წვიმდა, რასაც ძლიერი წყალდიდობა და მეწყრული პროცესები მოჰყვა. სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა. ათობით ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული ბავშვი მკურნალობას საავადმყოფოში  განაგრძობს.  სტიქიის რეგიონში ხანგამოშვებით წვიმს , თუმცა უხვი ნალექი აღარ აღინიშნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში