10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბათუმში ნარკოტიკულ საშუალებას ყიდდა

15 ივლისი 2020, 13:19 1894 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში  ბრალდებული, თურქეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს საქართველოს მოქალაქებს მიჰყიდა დიდი ოდენობით 3,232 გრ. ნარკოტიკული საშუალება „3,4“ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მდმა).  

ასევე ს.ბ.-მ დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ‘’გამომშრალ მარიხუანას’’.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 24 დეკემბერს ბათუმში დააკავეს. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებებში და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში