კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა

15 ივლისი 2020, 11:24 1798 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-19-ის  1003 შემთხვევაა დადასტურებული. 4 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, ერთის წყარო  კი, ამ ეტაპზე დაუდგენელია. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი  და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 873 შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში - 5 ათას 640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244.

რაც შეეხება აჭარას, ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათან ორის გამოჯანმრთელებას კვირის ბოლომდე ელოდებიან. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში