ქობულეთის ,,შუქურა" ლიდერია

14 ივლისი 2020, 11:09 1579 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ში სეზონი მესამე ტურის შეხვედრებით განახლდა. მატჩები ქობულეთსა და თბილისში გაიმართა. ორივე შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა 19 წლის  "საბურთალოს" აკადემიის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ქობულეთში „ჩელე არენაზე“ „შუქურამ“ ზუგდიდის „დინამო“ 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა, 62-ე წუთზე დავით ჯიქიამ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა ირაკლი კომახიძემ დამატებაზე იმარჯვა და გოლი გაიტანა. 83-ე წუთზე ქობულეთელთა ლეგიონერმა ჯერალდომ დუბლი შეასრულა.

თბილისში, „გაგრასა“ და „შევარდენი 1906“-ს შორის გამართული შეხვედრა კი "შევარდენის" სასარგებლოდ 2:3 დასრულდა.

სამი ტურის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ 9 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია.
ეროვნულ ლიგა 2-ში დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. "ვიტ ჯორჯია" რუსთავის  "რუსთავს" მიიღებს , ხოლო მარტვილის  "მერანი"  დუშეთის "არაგვს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში