კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა

13 ივლისი 2020, 12:28 1346 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 9 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-ს შეადგენს. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და იგი კვლავ 857-ია. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

აჭარაში კი კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი რჩება. ისინი რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი