აჭარაში კორონავირუსზე 352 პირი გამოიკვლიეს, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია

13 ივლისი 2020, 11:08 1219 ნახვა

აჭარის ლაბორატორიებში covid-19-ზე ჩატარებული 352 კვლევიდან ყველა შედეგი უარყოფითია.  ცხელების კლინიკებში ამ დროისთვის მოთავსებული  39 პირის ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში, აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 27 638 პირს. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 2 229, კარანტინი კი 10 193-მა პირმა დატოვა.

საქართველოში დადასტურებული ინფიცირების 9 ახალ შემთხვევაში გუშინდელი თურქი მძღოლიც შედის, რომელიც სამკურნალოდ თავის ქვეყანაში გადავიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში