ბათუმის მერის დაანონსებული ბრიფინგი დღეს არ გაიმართება

13 ივლისი 2020, 10:06 559 ნახვა

დატოვებს თუ არა თანამდებობას ბათუმის მერი-ლაშა კომახიძე?- მერიაში ლაშა კომახიძის დაანონსებული ბრიფინგი დღეს არ გაიმართება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერი კვირის ბოლომდე შვებულებაშია, მის მოვალეობას კი ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში ასრულებს.

წინა კვირაში ლაშა კომახიძის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დღეს ასევე საკრებულოში დაგეგმილი იყო ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენა და განხილვა, თუმცა არც საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. შაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის არჩეული მერი თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია თავად კომახიძეს არ დაუდასტურებია, იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა კომახიძე სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში