მიქაუტაძემ მონპელიე დატოვა

12 ივლისი 2020, 15:07 282 ნახვა

საქართველოს ნაკრების მორაგბემ კონსტანტინე მიქაუტაძემ  "მონპელიე" ოფიციალურად დატოვა სადაც 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. მიქაუტაძე „მონპელიეში“ 2016 წელს „ტულონიდან“ გადავიდა და მას შემდეგ გამართულ 53 შეხვედრაში ერთი ლელო დადო.

ქართველი მეორეხაზელი მონპელიესთან ერთად 2017-2018 წლების სეზონში საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მორაგბე.

მიქაუტაძეს ეროვნულ ნაკრებში 64 მატჩი აქვს ჩატარებული, ქართველ მორაგბეს ''ბორჯღალოსნებში'' 2 ლელო აქვს დადებული. მას აჟენის, ტულონისა და მონპელიეს რიგებში უთამაშია.

მამია ჩხარტიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში