„ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს“- მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

12 ივლისი 2020, 15:00 648 ნახვა

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი არ გამორიცხავს რომ ხვალიდან კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩატარდეს, რომელიც დამატებითი მტკიცებულებებისთვის სჭირდება გამოძიებას.-ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძამ და ოჯახის  ადვოკატმა განაცხადა. გიორგი შაქარიშვილის მკვლელობის საქმეს ბოდბელი ეპისკოპოსი ეხმაურება.მეუფე იაკობს  იმედი აქვს, რომ დამნაშავე დაისჯება და საქმის პოლიტიზირება არ მოხდება.

ცნობისთვის ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.საქმეზე  17 ახალგაზრდაა დაკავებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში