სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მოსახლეობის პრიორიტეტები

12 ივლისი 2020, 12:20 343 ნახვა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში მოსახლეობასთან  შეხვედრები დასრულდა.  24 სოფლის მცხოვრებლებმა  პრიორიტეტად შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის დაგება დაასახელეს,  26 სოფელში გარე განათებების ქსელის გაფართოებას უყარეს კენჭი,  ხოლო 13 სოფელში ადგილობრივების გადაწყვეტილებით გაფართოვდება როგორც გარე განათების ქსელი, ასევე მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები.  სოფელ გარეტყეში კი პრიორიტეტად სოფლის სახლის მშენებლობა დასახელდა.  ცნობილია, რომ ამ ეტაპზე    შერჩეულ პროექტებზე  მზადდება დოკუმენტაცია და გამოცხადდება ტენდერები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის  წელს, გასულ წელთან შედარებით 10 ათასი ლარით მეტი, 750 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში