გიორგი კირთაძე: ინფორმაცია მერის გადადგომასთან დაკავშირებით არაერთგზის გავრცელებულა

11 ივლისი 2020, 17:25 696 ნახვა

ინფორმაციას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის“ წევრი. გიორგი კირთაძის თქმით, მსგავსი ინფორმაცია ბევრჯერ გავრცელდა და მიზეზი შესაძლოა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირება იყოს.

"განცხადება არ მინახავს დ არც არავის არ უნახავს, ალბათ, ორშაბათს იტყვიან. კომახიძე კი არა პრემიერ მინისტრები მიდიან განმარტების გარეშე. მის წასვლაზე ბევრჯერ თქვეს, მიზეზი შეიძლება, იყოს მისი დაპირისპირება თორნიკე რიჟვაძესთან, შესაძლოა უკავშირდებოდეს არჩევნებს ან ორივეს ერთად. ქალაქში არსებულ პრობლემებზე აპირებდნენ მასზე ხელისშეხოცვას", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის მერის გადადგომის შესახებ მედიაში ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძეს განცხადება დაწერილი არ აქვს.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში